1-კვირიანი სამშვიდობო ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები განახლდა. "ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ პალესტინაში 178 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. „ჰამასის“ ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 589 ადამიანი დაშავდა. ისრაელის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვისა და საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, "ჰამასის" ტყვეობაში 137 მძევალი რჩება. სამშვობო შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა 110 მძევლის დაბრუნება შეძლო. პირველ ნოემბერს "ჰამასსა" და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა. თუმცა, ზავის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები კატარში გრძელდება.