უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება. დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, საგზაო სავალი ნაწილის სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად დახაზვითი სამუშაოები, ასევე, შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი მიმდინარეობს. მისივე თქმით, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, განახლებულია წყალმომარაგების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებულია გარე განათების ბოძები და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.