თავდაცვის კოდექსში შესულ ცვლილებებს მმართველი გუნდის ოპონენტები ეხმაურებიან .მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია თავდაცვის სექტორში არა ზედაპირული, არამედ ძირეული რეფორმები განხორციელდეს, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფო თავდაცვის უნარიანობაზე აისახება. პარტია „გირჩის“ დეპუტატი ხაზსს უსვამს, რომ ქართულმა ოცნებამ მათთან საბრძოლველად ახალი ბერკეტი შემოიტანა და აღნიშნავს,რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანას უფრო მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასატარებელი.