კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე 2 კვირით ადრე ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში, საქართველოს საკითხი ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი. პარალელურად მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შინაარსი, რომელიც ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას ეხება, კვალავ გასაიდუმლოებულია. ოპოზიციურ სპექტრში საქართველოსთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას პესიმისტურად უყურებენ და აღნიშნავენ,რომ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია წესიერად ჩატარდეს არჩევნები, მათი თქმით, ევროკავშირმა გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო შეიძლება თვალი დახუჭოს დათქმების შეუსრულებლობაზე.