აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით თითოეული ქვეყანაა შეფასებული. ანგარიშში საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორად არის დასახელებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. მოყვანილია კონკრეტული ფაქტებიც. ნახსენებია, რომ 2021 წელს დააკავეს და გაასამართლეს საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ბრალდებული. დოკუმენტში აღნიშნულია ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთის ფაქტი, რომელიც, სავარაუდოდ, „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ კორპუსის ორგანიზებით დაიგეგმა.