უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ამ მომენტისთვის უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა. ორბანი მიიჩნევს, რომ იქამდე სანამ უკრაინის გაწევრიანებაზე დაიწყება მოლაპარაკებები, ქვეყანას „სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა შესთავაზონ. უნგრეთი არც ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას ეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას გულისხმობს. ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას დახმარება ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ნაცვლად. თავისი ეროვნული ხაზინებიდან უნდა შესთავაზონ.