თბილისში usaid-ის პროგრამის “ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში” დახურვის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. პროგრამა usaid yes-georgia ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის განვითარებას. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩიც დაესწრო.