ფეხბურთი | საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. 1 დეკემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს.
ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხევდრის მასპინძელ არენაზე გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა, ტატა მატვეევამ და თამარ ტატუაშვილმა ისაუბრეს.