საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის, მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს - აღნიშნული ღონისძიება დუბაიში მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ქვეყნის ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნას დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ.