ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზას სექტორში „ჰამასთან“ საბრძოლო მოქმედებები განახლდა. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი „ჰამასის“ მიერ სამშვიდობო პაუზის დარღვევა გახდა. მედიის ცნობით, ზავის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელმა განაცხადა, რომ მათ ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა გაანადგურეს. ამასთან, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებებისა და სროლის ხმაც ისმოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელდა. მხარეები ხელახალი ზავის შესაძლო დადებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით აღარ აკეთებენ.