კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში, პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა სტარტაპერებიც მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს, პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.