„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. როგორც ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭო 20 წევრით გაფართოვდა. რამდენიმე თვეში კი პარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს, რომელზეც, როგორც ხაბეიშვილის ფლანგი აცხადებს, ნიკა მელიას შეეძლება, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ისევ დაუბრუნდეს.