რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი - ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. აღნიშნულ საკითხს ოპოზიცია უკვე გამოეხმაურა. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, დარჩიაშვილის რიტორიკაში პოზიტიური ნიშნები არსებობს, თუმცა ეს მიანიშნებს იმას, რომ შეცვლილი რიტორიკა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის დამსახურებაა.