„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ნაწილი, მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს. პარტიის ახალი მენეჯმენტი კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა რამდენიმე თვეში ჩატარდება და ნიკა მელიას კვლავ აქვს იმის შანსი, რომ, სურვილის შემთხვევაში, ახალ პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდეს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, ფაქტობრივად, დაშლის პირამდე არის მისული და, როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამ წუთისთვის პარტიაში არსებულ ვითარებას უფრო ვრცლად მარიამ მულაძის სიუჟეტიდან გავიგებთ.