ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალს წელს საქართველო მასპინძლობს. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებათა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. პროგრამაში 10-ი ქვეყანა არის ჩართული და მისი მიზანია სახელმწიფოებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება. ღონისძიების მონაწილეებს მთავრობის წევრებმა - ირაკლი ღარიბაშვილმა, ლევან დავითაშვილმა და ასევე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მიმართეს.