საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს, დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინასთან.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ერთად არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილვის თემა არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო. ვიზიტის პირველ დღეს ილია დარჩიაშვილი ასევე ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელსაც შეხვდა.