კონფერენციაზე, რომელშიც საგარეო პოლიტიკა და დემოკრატია განიხილებოდა, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების ზემდგომი პირები სკოლის მოსწავლეებს პრეზიდენტთან და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებტან შეხვედრებს უკრძალავენ. სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხალხი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებს - მან ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებას პოპულიზმი უწოდა.