ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს და კიდევ ერთ მოქალაქეს ავტომატური იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჭრილობების შედეგად, ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაკავებულის ყოფილი მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამ დრომდე მკურნალობს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.