საქართველო, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. 2023 წელს საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის თავმჯდომარე ქვეყანაა. არაერთ დამსწრეთა შორისაა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, მასაცუგუ ასაკავა.