„მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი გეგმის, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური ინტეგრაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია იმყოფება. ღონისძიებაზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს საქართველო ევროპავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება, თუმცა, მიწვევის მიუხედავად, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები ამ ღონისძიებაზე არ მივიდნენ.