"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას პარტიის კახეთის რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან. სიღნაღის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრები პარტიაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებენ.