საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ქვეყნის პირველი პირი წნორში, “ცოდნის კაფეს” ესტუმრა, სადაც ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. წნორის მცხოვრებლები კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” შეუერთდნენ და ევროპული გზის მიმართ მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ გამოხატეს.