ეუთოს მინისტერიალში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობს, ილია დარჩიაშვილის წასვლას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან ე.წ.ლ პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ რომ მტერთან ერთ დარბაზში ყოფნა უღირსი საქციელია და მათივე განმარტებით სწორი იქნებოდა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, ეუთო-ს შეხვედრაზე არ ჩასულიყო. ქართული ოცნების ლიდერები კი აცხადებენ, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად, ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოიყენონ.