პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა “თავდაცვის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სტუდენტი, თუ ის დისტანციურად სწავლობს. სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებს, მათ შორის ვერც “მღვდელმსახურის” სტატუსის შემთხვევაში. თუ ცვლილებები დამტკიცდება, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს, სამხედრო სამსახურის ალტერნატიული ფორმით გავლა მოუწევთ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, რომ ეს ინიციატივა პროდუქტიული იქნება და ახალგაზრდების განვითარებას ხელს შეუწყობს, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამ თემის დეტალებს ხატია სამხარაძე გაგვაცნობს.