გამოცემა Politico 2024 წლის ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს და მათ სამ კატეგორიად ანაწილებს. აღნიშნულმა გამოცემამ ბიძინა ივანიშვილი „საქმის ჩამშლელთა კატეგორიას“ მიაკუთვნა. Politico-ს სტატიაში არაერთ საკითხზეა საუბარი, მათ შორისაა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტიც.