„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩაინიშნა. ხმაურიანი ბრალდებების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე იძულებული გახდა, რომ დაპირისპირებული მხარისთვის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში დაბრუნება შეეთავაზებინა. ხაბეიშვილი ამბობს რომ თუ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრები ერთობლივ მანიფესტს შეუერთდებიან, მათი ადგილი პოლიტიკურ საბჭოში კვლავ მოიძებნება, თუმცა ლევან ხაბეიშვილმა ამ შეთაბაზებაზე პირველი უარი უკვე მიიღო. თბილისის საიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები მანიფესტისთვის ხელის მოწერას მაინც არ აპირებენ.