აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის არსებობის უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. Business Insider-ის ცნობით, რეზოლუცია, ისრაელის არსებობის უფლებას ადასტურებს და „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 412-მა წევრმა დაუჭირა მხარი. დემოკრატმა, რაშიდა ტლაიბიმ, რომელიც მიჩიგანს წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ხოლო რესპუბლიკელმა, ტომას მასიმ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.