ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას საერთაშორისო ლიდერები ეხმაურებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ღაზაში მიმდინარე პაუზის გაგრძელებას მხარს უჭერენ. პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დებატები გაიმართა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაშიც. გაერო-ში პალესტინის წარმომადგენლის, რიად მანსურის თქმით, ისრაელის მთავრობისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტი არ არის და მათთვის მნიშვნელოვანი პალესტინელი ერის განადგურებაა. გაერო-მ განიხილა სირიის მიერ წარდგენილი რეზოლუციაც სახელწოდებით „სირიის გოლანი“. 91 ხმით რვა ხმის წინააღმდეგ ასამბლეამ ოკუპირებული სირიის გოლანიდან ისრაელის გაყვანამოითხოვა. გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა დაგმო აღნიშნული რეზოლუცია და აღნიშნა, რომ ის კონფლიქტს აძლიერებს, სიძულვილსა და ძალადობას კი ახალისებს.