ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებისთვის სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის კვლავ გასაიდუმლოებულია. აღნიშნული ფაქტი ოპოზიციის ნაწილისთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდისგან აღნიშნული სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მათთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს რეალურად რას გულისხმობს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა.