სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის რაიონზე 22 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა .მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის გოგონა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სუმის რაიონში სულ 106 აფეთქება დაფიქსირდა. დაბომბვები ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.