საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას. უწყების ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში სესიაზე, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ოდირის-ის ხელმძღვანელთან.