დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია 2024 წლის ბიუჯეტს? ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საპარლამენტო არჩევნებს მოარგო, ძირითადი აქცენტი კი საკუთარ პოლიტიკურ მიზნებზე გააკეთა. მმართველი პარტიის განცხადებით კი, მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი. სამთავრობო გუნდის განცხადებით, სახელმწიფო ვალის წილი მცირდება და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება. კიდევ როგორ იცვლება ბიუჯეტი და როდის დაიწყებს პარლამენტი ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის განხილვას, ამას მერაბ პაპაშვილი გაგაცნობთ.