9 დათქმის შესასრულებლად შექმნილი სამოქმედო გეგმა, რომელიც მმართველმა პარტიამ ევროკომისიას უკვე გადაუგზავნა, კვლავ გასაიდუმლოებულია. ეს ფაქტი კი ოპოზიციის ნაწილს კითხვის ნიშნებს უჩენს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ სამოქმედო გეგმა მათი და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გარეშეა მომზადებული. სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის საკითხზე კი ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველ გუნდის პოზიცია კი უცვლელია, ისინი ამბობენ რომ 9 დათქმის შესრულების პროცესში ყველა მხარე აქტიურად უნდა ჩაერთოს. როდის გამოქვეყნდება მთავრობის მიერ შექმნილი სამოქმედო გეგმა და რა მოლოდინები აქვთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, თემის დეტალებით მაგდა ბლუაშვილი შემოგვიერთდება.