სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, მის მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დანაშაული 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.