საკანონმდებლო ორგანო კვლავ ურთიერთბრალდებების ეპიცენტრია. პოლიტიკური დებატების დროს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. სესიაზე დეპუტატებმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გაამახვილეს. ,,ქართული ოცნების" მხრიდან კრიტიკის ობიექტი მხოლოდ მათი ოპონენტები არ ყოფილან მათ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებიც გააკრიტიკეს. ხელისუფლების წევრების თქმით, მანამ სანამ ზურაბიშვილი ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხითაა დაკავებული.