9 დათქმის შესრულებისთვის სამოქმედო გეგმა ევროკომისიაში უკვე გაიგზავნა, თუმცა აღნიშნული გეგმის შინაარსი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სამოქმედო გეგმა მათი და არასამთავრობო სექტორის გარეშე მომზადდა. ოპოზიციონერი დეპუტატები სამუშაო ჯგუფებში ჩართულობას კვლავ აქტიურად განიხილავენ. მათი აზრი ისევ ორად იყოფა, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ პროცესში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს.