დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან. გიორგი ამილახვარს დეპუტატები „მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ. “მინისტრის საათი” კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დებატებსაც ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია განათლების მინისტრის მოხსენების წერილობითი ვერსია, რომელიც 19 გვერდს მოიცავს.