9 დათქმის შესასრულებელი სამოქმედო გეგმა ევროკომისიაში უკვე გაიგზავნა, თუმცა ამ გეგმის შინაარსი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. დეპუტატები კი სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის საკითხს კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციის აზრი ისევ ორად იყოფა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ყველა მხარე აქტიურად იყოს ჩართული.