ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, მასკი, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კიბუცში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა. კიბუცში, ილონ მასკმა, „ჰამასის“ მიერ დასახლებაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ, ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის სიტყვა მოისმინა. ილონ მასკთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ იმისათვის, ღაზას მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს, ჰამასის განადგურება აუცილებელია.