რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს. ლავროვის თქმით, საკითხზე დასავლეთში გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ლავროვმა, პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა, სადაც ის აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას მხარს არ დაუჭერს, რუსეთი გაიმარჯვებს და მეზობელ ქვეყნებს თავს დაესხმება. სერგეი ლავროვმა ყურადღება ეუთო-ს როლზეც გაამახვილა. მისი თქმით, თუ ბულგარეთი საჰაერო სივრცეს გახსნის, მაკედონიაში გასამართ ეუთო-ს შეხვედრას დაესწრება.