ფრენბურთის 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ტურის საგზური მოიპოვეს. ლატვიაში გამართული 6 შეხვედრიდან გოგონებმა 3 თამაში მოიგეს და კიდევ ერთხელ გაუჩნდათ შანსი იასპარეზონ 2024 წლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე. ქართველმა გოგონებმა ესტონეთი (3:2), ლიეტუვა (3:1) აზერბაიჯანი კი (3:0) დაამარცხეს. ევროპის პირველობის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად კი ქართველ ფრენბურთელებს დაძაბული თამაშების ჩატარება უკვე აპრილის თვეში, მეორე ტურის ფარგლებში მოუწევთ.