ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქართული ოცნება რუსული დავალებების შესრულებასა და ტყუილში დაადანაშაულა. ხაზარაძის განცხადებით მთავრობა მოსახლებას ატყუებს, როდესაც პროექტის მშენებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრება. მისი შეფასებით საქართველომ მთავარი ფუნქცია- ორ კონტინენტს, ევროპასა და აზიას, შორის მთავარი ტვირთგამტარი ქვეყნის ფუნქცია დაკარგა. პოლიტიკოსის განცხადებით ანაკლიის პროექტის განხორციელება საქართველოს დიდ ეკონომიკურ ზრდას მოუტანდა, თუმცა მისი თქმით ქართულმა ოცნებამ პროექტი მოკლა.