პროკურატურის ინფორმაციით, მომღერალმა კახა აბუაშვილმა იგივე „კაბუმ“ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა, რამდენჯერმე ხელი გაარტყა და დასახიჩრებით დაემუქრა - რეპერის მანქანიდან ამოღებულია ნარკოტიკიც. დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა ბრალდებული. თემის დეტალებზე უფრო ვრცლად, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი, ეკა ლემონჯავა ისაუბრებს.