ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„შეხვედრაზე ჩვენ უკრაინის პრიორიტეტული რეფორმების შესახებ რეკომენდაციებზე შევთანხმდებით, ხოლო ჩვენ ნატოში გაწევრიანების გზაზე კიევის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა მომავალში ნატოს წევრი გახდება და ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც წევრი ქვეყნები უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევენ.