როიტერის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების მიღების გამო ბელგიაში ათობით სკოლა დაიხურა. სააგენტო, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბის შესახებ შეტყობიება სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციამ კვირას საღამოს მიიღო. დღეს კი ბრიუსელსა და ვალონიის ბრაბანტის რეგიონში 27 სკოლა დაიხურა. სასწავლო დაწესებულებებში სამართალდამცველები მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ.