ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო საწყობებში ბევრი იარაღი, რომლის გადაცემასაც ქვეყანა უკრაინისთვის შეძლებდა აღარ არის, თუმცა მწარმოებელი კომპანიები უკრაინაში თავიანთი პროდუქციის მისაწოდებლად საექსპორტო ლიცენზიებს იღებენ. იანა ჩერნოხოვას თქმით, უკრაინამ ათობით მილიარდი კრონის ღირებულების საბრძოლო მასალა სწორედ კერძო კომპანიებისა და დონორებისგან მიიღო. მინისტრის ცნობითვე, მიმდინარე წელს ჩეხეთსა და პოლონეთში, ჩეხ ინსტრუქტორებთან მომზადება 4 ათასზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა ანალოგიური დახმარების გაწევას გააგრძელებს.