ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული დროებითი ზავი გრძელდება. ზავის ბოლო დღეს ღაზას სექტორიდან კიდევ 11 მძევლის გათავისუფლება იგეგმება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ იმ მძევალთა 11-კაციანი სია უკვე მიიღო, რომლებიც "ჰამასის" ტყვეობიდან სავარაუდოდ დღეს გათავისუფლდებიან. 4-დღიანი ზავის ფარგლებში, ჰამასმა კიდევ 17-ი მძევალი გაათავისუფლა. მათ შორის 14 ისრაელელი და სამი უცხოელია. ამავდროულად, „ჰამასი“ ადასტურებს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას 13 ისრაელელი, სამი ტაილანდელი და ერთი რუსი მძევალი გადასცა. გარდა ამისა, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200-ი სატვირთო ავტომობილი შევიდა. შეგახსენებთ, რომ მიღწეული შეთანხმება, „ჰამასის“ ტყვეობიდან 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ზავის სამი დღის განმავლობაში ისრაელმა ციხეებიდან 117-ი პალესტინელი უკვე გაათავისუფლა.