ჯანდაცვის მინისტრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკის მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად, საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელა.
რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა 15 სექტემბერს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებაში მრავალი მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა. დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქებიდან მიწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. 2 თვის განმავლობაში, საავადმყოფომ უკვე 2000-ზე მეტი პაციენტი მიიღო.