პროკურატურამ მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ მეუღლეს ბრალდებულს ძალის გამოყენებით მის ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. აღნიშნულ ფაქტს სხვა პირებიც შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, ავტომანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა. ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო დანარჩენმა პირებმა ავტომობილის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულის გამო, ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.