ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით, სტუდენტური მოძრაობის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს. მათი შეფასებით, გრიგორიადისის საქმე პოლიტიკურია და ამიტომ საჭიროა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი დისკრეციული უფლება გამოიყენოს და ბრალდებული გაათავისუფლოს. მათივე თქმით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მარტის აქცებს საზოგადების დიდ გამარჯვებად თვლის, სწორედ ამიტომ, ისინი ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამს